ისრაელში თინეიჯერთა მოხალისეთა ჯგუფმა არქეოლოგიური გათხრების დროს ქალაქ იავნესთან საუკუნეების წინანდელი ოქროს 24 კარატიანი მონეტები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი განძი 1100 წლის წინანდელი არაბთა სახალიფოს უძლიერესი დინასტიის, აბასიდების მმართველობის პერიოდისაა. საერთო ჯამში, 425 მონეტა იქნა ნაპოვნი- ანტიკვარიატის ექსპერტთა თქმით, ისინი ძალზე იშვიათია დღევანდელ მსოფლიოში.
არქეულოგიური გათხრების ხელმძღვნელ, ლიატ-ნადავ-ზივის თქმით, ადამიანმა, რომელმაც 1100 წლის წინ აღნიშული განძი დამარხა, სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მას ამოიღებდა- ამისათვის მან განძეულობა ჭურჭლით დაფარა, რომელსაც ლურსმანი დააჭედა, რათა არ მიწის გადაადგილების შემთხვევაში არ ეცვალა საგანძურს ადგილი.
მონეტები თარიღდება მე-9 საუკუნით, ამ დროისთვის კი აღნიშნული რაოდენობის მონეტებს ძალზე დიდი ფასი ექნებოდათ. ექსპერტთა თქმით, აღნიშული რაოდენობის თანხით, ადამიანს შეეძლო ეყიდა მდიდრული სახლი და მამულები.





მასალის გამოყენების პირობები






