ჩრდილო დასავლეთ უგანდაში, ქალაქ არუაში ქარიშხლის დროს ქოხში თავშესაფარად შესულ ბავშვებს მეხი დაეცა, რომლის შედეგადაც ათივე მათგანი გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს BBC.
ადგილობრივთა თქმით, ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, რა დროსაც ძიერმა წვიმამ აიძულა ისინი, თავი ახლომდებარე ჩალით გადახურულ შენობაში შეეფარებინათ თავი- ამ დროს კი აღნიშნულ ტერიტორიას ძლიერი მეხი დაეცა. 9 ბავშვი, რომელთა ასაკი 13-იდან 15-მდე იყო, ადგილზე გარდაიცვალა, მეათე კი საავადმყოფოში მიყვანამდე. 3 არასრულწლოვანი სტიქიას გადაურჩა და რეგიონალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
უგანდის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონი ცნობილია ძლიერი წვიმებით, ჭექა-ქუხილებითა და მეხით. ეს ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა 2011 წლის შემდეგ- 9 წლის წინ მეხი სკოლას დაეცა, რამაც 18 ბავშვი იმსხვერპლა. 2020 წელს უგანდაში 28 ბავშვი იმსხვერპლა მეხმა.
მასალის გამოყენების პირობები






