ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პარასკევს მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის დროს დათანხმდა შემოთავაზებას გააერთიანონ სამხედრო შეიარაღებული ძალები იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთიდან მომდინარეობს- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია BELTA ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, ჯერ არც ერთ რუს ჯარისკაცს არ გადაუკვეთია ბელარუსის სახელმწიფო საზღვარი. დღეს დილით, ქვეყნის პრეზიდენტმა არმიის თითქმის სრული შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა- ეს ფაქტი კი დასავლეთიდან მომდინარე საფრთხით ახსნა. ლუკაშენკო აგრეთვე დაემუქრა ლიეტუვის მთავრობას, რომ სატრანზიტო მაგისტრალებს ჩაკეტავს და ბოიკოტს გამოუცხადებს ლიეტუვის პორტებს იმ შემთხვევაში თუ სანქციები იქნება ამოქმედებული ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






