ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული გარდაცვალება - პროკურატურის მიერ გასაჯაროებულმა ვიდეო მასალამ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა.
გარდაცვლილი პროგრამისტის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, და რომ ამ საქმის შემსრულებელი თავად უსაფრთხოების სამსახურია.
"ეგეთი მკვლელობა იცის სუსმა , ეგრე ხოცავენ. ვითომც არაფერი არ მომხდარა არჩევნებამდე წელავენ საქმეს. მაგრამ, არჩევნებამდე მივლენ? ვინც მაგათ ხმას მისცემს თავის შვილს ღუპავს. თავისი შვილის მკვლელს ხელს აფარებს და ტაშს უკრავს. ასე გამოდის, იმიტომ რომ, ეს უბედურება უკვე ყველას კარზეა მიმდგარი", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ამასთან დაღუპულის მამას კითხვის ნიშნებს უჩენს მისი შვილის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის საქციელებიც და ეჭვობს, რომ შესაძლოა დეამ თამარის შესახებ სინამდვილე იცოდეს.
"ყოველდღე ერთად იყვნენ და შვილივით ვუყურებდი მაგ გოგოს. ვთხოვ მოვიდეს და არ მოდის. აქამდე სხვანაირად ვფიქრობდი ახლა უკვე მისი ქცევები ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს",-თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






