საბერძნეთის კუნძულზე, ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც ფეხით ლაშქრობისას ხეობაში ჩავარდა და 2 დღის განმავლობაში ხაფანგში უმოძრაოდ გაიჭედა, სამაშველო ბრიგადამ სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს. მამაკაცი თავის დანიელ მეგობართან ერთად ფეხით მოგზაურობდა, როდესაც ღამით ფეხი დაუცურდა და ერთ-ერთ ხეობაში ჩავარდა, თუმცა მან ამოსვლა ვერ მოახერხა დაზიანებისა და ვიწრო ამოსასვლელების ფონზე.
დაშავებულის მეგობარს ტელეფონი თან არ ჰქონდა, რის გამოც მას მოუწია მეორე მთასვლელი ეპოვა, რომელსაც საბედნიეროდ, ტელეფონი აღმოაჩნდა თან, რის შემდეგაც მას შეძლო სამაშველო სამსახურისთვის დაკონტაქტება და კოორდინატების გადაცემა. მაშველებმა იგი 10 საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს ჩანჩქერთან ქვებს შორის გაჭედილი-დეჰიდრირებულ, ძალზე დაღლილ მდგომარეობაში მყოფი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, მისი გადარჩენა ასეთი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემდეგ სასწაულებრივ ფაქტს წარმოადგენს. ბრიტანელი მამაკაცი ვერტმფრენით გადააფრინეს საავადმყოფოში, მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






