ვლადიმერ პუტინმა უკვე ჩამოაყალიბა ელიტური სპეციალური ოპერაციის ძალები, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მზად იქნება სიტუაციის არევის შემთხვევაში ჩაერიოს ბეალარუსში მიმდინარე პროცესებში.
პუტინის განცხადებით, მან ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა მას სთხოვა რომ თავისი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და დაიცვას მისი ქვეყანა ქაოსისგან.
„რუსეთი ყველა ვალდებულებას შეასრულებს. ლუკაშენკომ მთხოვა, რომ სამართალმდაცველებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების სარეზერვო დანაყოფები ჩამოყალიბებინა, რაც უკვე სისრულეში მოვიყვანე. ჩვენ ამავდროულად შევთანხმდით, რომ ისინი მანამ არ იმოქმედებენ, სანამ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვა. “- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტებმა პუტინს ჰკითხეს თუ რას გულისხმობდა იგი „წითელი ხაზის გადალახვასა“ და სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლაში, რაზეც მან უპასუხა, რომ ადეკვატური ზომები მიღებული იქნება მანქანების დაწვისა და ძარცვის შემთხვევაში.

მასალის გამოყენების პირობები






