პარასკევს, გამთენიისას ებრაულმა ავიაგამანადგურებლებმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის იარაღის საწყობი დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნული საჰაერო რეიდი ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, ნეიტრალიზებულია ის ლოკაციები, რომლებსაც ჰამასი კუსტარული იარაღის- ბომბებისა და რაკეტების ასაწყობად იყენებდა. მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაერიში პასუხია იმ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით განხორციელდა ღაზას სექტორიდან.
პარასკევს დილის 5 საათე ღაზადან გრადის ტიპის კუსტარულად დამზადებული 6 რაკეტა ისროლეს ებრაული სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით. სამართალდამცავთა თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია- რაკეტები დაუსახლებელ ზონაში აფეთქდა.
„ ისრაელის თავდაცვის ძალები ახდენს მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას და იმოქმედებს სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ მტკიცედ და გადამწყვეტად ტერორისტების ნებისმიერი მოქმედების აღსაკვეთად“- განაცხადა ებრაელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
მასალის გამოყენების პირობები






