რუსეთისა და აშშ-ს მთავრობები ერთმანეთის ბრალეულობაზე საუბრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც ამერიკულ და რუსულ სამხედრო ტექნიკას შორის შეჯახება მოხდა. აღნიშნული ფაქტის შედეგად რამდენიმე ამერიკელმა ჯარისკაცმა მცირედი დაზიანება ტვინის შერყევის სახით მიიღო.
მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ტვიტერის მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრებში ასახულია, თუ როგორ ეჯახება ამერიკულ ჯავშანმანქანას და წასვლის საშუალებას არ აძლევს სამხედრო კოლონაში მიმავალი რუსული ბტრ-80-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. ასევე ნათლად ჩანს მი-35-ის ტიპის დამრტყმელი შველმფრენი, რომელიც ინციდენტის მსვლელობისას კოლონის თავზე დაფრინავდა და ამერიკელ სამხედროებზე ერთგვარ ფსიქოლოგიური ზეწოლის „ფუნქციას“ ასრულებდა.
რუსული სამხედრო კონტიგენტის ხელმძღვანელობის თქმით, ამერიკელებმა მათ პატრულირებისას ხელი შეუშალეს, რის გამოც ისინი თავიანთი მოქმედების ზონიდან განდევნეს.
მასალის გამოყენების პირობები






