ნიდერლანდების პატარა ქალაქ ლიერდამში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდა მას შემდეგ რაც ადგილობრივი მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის, ფრანს ჰალის ნახატი, სახელად „ ორი მომცინარე ბიჭი ლუდის ჭიქით ხელში“ მოიპარეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ხელოვნების ნიმუში უკვე მესამედ იქნა მუზეუმიდან მოპარული. ჰალსმა იგი 1626 წელს დახატა. გამომძიებელთა ვარაუდით, ზემოხსენებული ქურდობა შეკვეთილს ჰგავს.
ნახატი პირველად 1988 წელს იაკობ ვან რუისდელის „ქმნილებასთან“ ერთად იქნა მოპარული, თუმცა ორივე მათგანი 3 წლის შემდეგ დააბრუნეს. მეორედ, 2011 წელს მოიპარეს და 6 თვის შემდეგ იპოვეს. პოლიციელთა თქმით, ლიერდამის მუზეუმში ოთხშაბათს დილით შეიჭრნენ ქურდები უკანა კარებიდან. სამართალდამცავთა ინფორმაციით, თავდამსხელებმა გარკვეული ჩამხშობი სისტემები გამოიყენეს, რომელმაც რამდენიმე წუთით გადაავადა სიგნალიზაციის ამოქმედება, ხოლო სათვალთვალო კამერებიდან რამდენიმეს გათიშვა მოასწრეს, რის გამოც ვიდეოებიდან ამოღებულ მონაკვეთებში არ ჩანს ქურდობის კონკრეტული ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები






