კარიბის ზღვაში ჩამოყალიბებულმა ქარიშხალმა "ლაურამ" 27 აგვისტოს აშშ-ის შტატ ლუიზიანას სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებს მიაღწია. აშშ-ის ქარიშხლებზე ზედამხედველობის ცენტრმა დღეს დილით გაავრცელა სიგნალი - "ყველა თავშესაფარში". ევაკუაციის რეკომენდაცია ლუიზიანას 420 000 და ტეხასის 200 000 მოსახლეს შეეხება.
დონალდ ტრამპმა 26 აგვისტოს ლუიზიანაში, ტეხასსა და პუერტო რიკოში საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა, რაც ფედერალურ სტრუქტურებს საშუალებას მისცემს დაზარალებულ შტატებს ოპერატიულად აღმოუჩინოს ფინანსური და სხვა სახის დახმარება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის ერთერთი დამანგრეველი შტორმი იქნება, რომელიც მართალია "კატრინას" ჩამოუვარდება, მაგრამ არანაკლებ ზიანს მიაყენებს მოსახლეობას. შეგახსენებთ, 2005 წელს ახალ ორლეანში 1833 ადამიანი იმსხვერპლა.შტორმის გავლენა უკვე იგრძნობა - ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ცოტათი ჩამორჩება უმაღლესი კატეგორიის ქარიშხლის "კატრინას" ნიშნულს, რომლის დროსაც სიჩქარე 254 კმ/სთ იყო.
მეტეოროლოგების განცხადებით, საფრთხეს წარმოადგენს არა ქარის სიჩქარე, არამედ პლეანის ტალღები, რომლეთა სიმაღლეც სავარაუდოდ 4-6 მეტრი იქნება და სასიკვდილოდ სახიფათი წყალდიდობას გამოიწვევს მატერიკიზე 60-70 კილომეტრის სიღრმეში და ახალ ორლენს და მისისიპის შტაშამდეც მიაღწევს. სავარაუდოდ წარმოქმნება ტორნადოც და მოსალოდნელია 250 მმ ნალექის მოსვლა.
23 აგვისტოს შემდეგ "ლაურამ", ადრე წარმოქმნილ ქარიშხალ "მარკოსთან" ერთად უკვე დააზიანა კარიბის ზღვის კუნძულები, ჰაიტი, იამაიკა, კუბა, დომენიკის რესპუბლიკა. დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. თუმცა, "მარკომ" ძალა დაკარგა და აშშ-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






