19 ნოემბერს, The New York Times-ში, ავღანელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მზად არის დათმობისთვის მოკავშირეთა შორის ურთიერთობაში ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხში - ავღანეთის ტერიტორიაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ამერიკული ანტიტერორისტული რეიდების ლეგიტიმურობის შესახებ. კარზაის პრეს-მდივანმა აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ შეთანხმება 2014 წელს ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ხელმოწერილი იქნება, თუ აშშ ტერორიზმთან ბრძოლის მსვლელობისას დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს მოიხდის.
შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში გარღვევის მიღწევა შესაძლებელი გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და პრეზიდენტ კარზაის სატელეფონო საუბრის წყალობით. ფაიზის თქმით, საჯარო მობოდიშების ინიციატივა ეკუთვნოდა კერის, ხოლო კარზაიმ საპასუხო წინადადება გამოთქვა: ბოდიშის წერილი დაწერილი უნდა იყოს ობამას მიერ.
მოგვიანებით, პრეზიდენტის მრჩეველმა აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაში, სიუზან რაისმა ყველა ვარაუდი ავღანეთისთვის საჯარო მობოდიშების შესახებ უარყო. „ასეთი წერილი არ არის, ხელი არ მოწერილა და არც მზადდება ხელმოსაწერად. აშშ-ს არ გააჩნია ავღანეთის წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობა. პირიქით, ჩვენ ბევრს ვწირავთ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყანას დემოკრატიის გზაზე და „ალ-ქაიდასა“ და ამბოხებულებთან ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






