დროებით უნდა შევიკავოთ თავი, რადგან ქვეყანაში ყოველგვარი დიდი შეკრება ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 18:49, 25 Aug, 2020     1339

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ახალ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა.

მისივე განცხადებით, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც.

„ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ახალ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა. ჩვენ იქ განმეორებითი ტესტირებისას 7 ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული 4 შემთხვევა გვქონდა.

ასევე, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. ბათუმსა და ქობულეთში. გუშინ ჩაერთო შეკვეთილის სამედიცინო დაწესებულება, სადაც 3-4 დღის განმავლობაში ჩატარებულია 342 ტესტი. ეს ის პირები არიან, ვისაც უნდა ნებაყოფილობით ჩაიტაროს ტესტირება ბათუმის ან ქობულეთის ბულვარში, ასევე არის ბულვარის გასწვრივ კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალიც. ჩატარებულია 350 ტესტი, აჭარაში ბოლო დღეების განმავლობაში წვიმიანმა ამინდებმა ცოტა ხელი შეგვიშალა. არც ერთ შემთხვევაში არ იყო დადასტურებული კორონავირუსის დადებითი შემთხვევა“, -განაცხადა არმიან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციისთვის არსებული წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს. მისი თქმით, მოქალაქეები უნდა მოერიდონ ყველანაირი ტიპის დიდ თავშეყრას.


მისივე განმარტებით, უმნიშვნელოვანესია პირბადეების ტარება, როგორც თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალების. მისივე თქმით, თუ ღია სივრცეში დიდი თავშეყრაა, აუცილებელია დისტანციის დაცვა 1-დან 2-მეტრის მანძილზე, ხელების ხშირი დამუშავება საინიტაიზერების მეშვეობით...ჩვენ დროებით უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ, რომ ყოველგვარი დიდი შეკრება ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ როგორც აქამადე შევაკავეთ ინფექციის გავრცელება, ეს პროცესი დაახლოებით ამ ჩარჩოებში გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42