რას წარმოადგენს ქიმიური ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს
მსოფლიო - 16:26, 25 Aug, 2020     2744

გერმანული კლინიკა "შარიტეს" ექიმების დასკვნით, ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს განეკუთვნება. ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ექიმებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში, სადაც ნავალნი იყო მოთავსებული ამ ნივთიერების შესახებ არაფერი უთქვამთ.

რას წარმოადგენს ქოლინესტერაზას ინჰიბიტორების ჯგუფი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმზე

ეს ნივთიერებები მედიცინაში დემენციის სიმპტომების შემცირებისთვის გამოიყენება, მაგალითად ალცჰეიმერის დაავადების დროს.

(დემენცია - (dementia), სინდრომი, აღმოცენებული თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. ცნობიერება ნათელია. კოგნიტიურ დარღვევებს ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები.}

ამ ნივთიერებას მიეკუთვნება დონეპეზილი, გალანტამინი და რივასტიგმინი. ამავე რიგს ეკუთვნის ორგანოფოსფატები და კარბამატები, მათ პესტიციდებში იყენებენ.

მაგრამ არსებობენ უფრო ძლიერი ქოლინესტერაზის ინჰიბიტორები, რომელსაც სამხედროები როგორც მომწამვლელ ნივთიერებებს ისე იყენებენ - ზარინი, VX-ი და "Новичок"-ი.

ამ უკანასკნელთა მოქმედების შედეგად ირღვევა ნერვული სისტემის მუშაობა, გულისცემა ნელდება, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, წარმოიქმნება ოფლიანობა და ადამიანს მოსდის ცრემლები. ვითარდება შარდის შეუკავლობა და დიარეა, იწყება პირღებინება.

უფრო მძიმე შემთხვევაში ადამიანი სრულად პარალიზებულია, უჭირს სუნთქვა, ვარდება კომაში და საბოლოოდ ის შეიძლება გარდაიცვალოს.

მოწამვლის სიმპტომები შიძლება მომენტალურად გამოვლინდეს, ან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ.

ამ ჯგუფის ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს, თვალებიდამ, კანიდან, კუჭნაწლავის სისტემოდან, ან ის უბრალოდ შეიძლება შეისუნთქოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42