ამერიკის შტატ ვირჯინიის სენატორის შვილმა საკუთარ მამას დანით თავსა და მკერდში მიაყენა ჭრილობები, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
სენატორ ქრეიგ დიდსის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შემთხვევის ადგილას აღმოაჩინეს სენატორის შვილის, 24 წლის გასის გვამი.
პოლიციის თქმით, საქმეში ეჭვმიტანილები არ არიან. გამომძიებლები ადგენენ მომხდარის სურათს. მამასა და შვილს შორის ჩხუბი ატყდა. პოლიციის ცნობით სქნატორმა დიდსმა, ჭრილობების მიუხედავად, შეძლო უახლოეს გზამდე მიღწევა. იქ სენატორი საკუთარმა ბიძაშვილმა დაინახა და მაშინვე ასწრაფო დახმარება გამოიძახა. შემდეგ, 55 წლის დიდს თვითმფრინავით ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაზეთ Richmond Times-Dispatch-ის ცნობით, გას დიდსმა ორშაბათს, ადგილობრივ საავადმყოფოში ფსიქიკურ მდგომარეობაზე კვლევა გაიარა, მაგრამ, თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო, ჰოსპიტალიზირებული არ იქნა.
სენატორი ქრეიგ დიდსი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ის მოვალეობის შესრულებას 2001 წელს შეუდგა.
დიდსი მეორე ქორწინებაშია. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის მომენტში, მისი მეუღლე სახლში არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები






