ამის მაგალითად ლავროვმა შემდეგი არგუმენტები მოიყვანა:
1. ბელორუსში, როგორც ვენესუელაში ოპოზიციას სურს, რომ "ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი" ქვეყნიდან გააქციოს.
2. ტიხანოვსკაიას მომხრეებს, როგორც ვენესუელაში, მიზნად აქვს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა.
3. ტიხანოვსკაია ბოლო დროს განცხადებებს არა ბელორუსულ ან რუსულ ენაზე, არამედ ინგლისურად აკეთებს.
4. ბელორუსში, ისევე როგორც ვენესუელაში არის ქვეყნის შიდა საქმეებში და დესტაბილიზაციურ პროცესებში გარედან ჩარევის მცდელობა.
5. აქციის მონაწილეები პოლიციელებსა და სამხედროებს ფიცის დარღვევისა და მათ მხარეზე გადმოსვლისკენ მოუწოდებენ.
6. დასავლეთში მცხოვრებ ბელორუს-ოპოზიციონერებს სურთ, რომ სისხლი დაიღვაროს და ცდილობენ სამართალდამცავები პროვოლაციოებზე წამოაგონ.
7. რადგან არ არსებობდა საერთაშორისო დამკვირვებლები, შეუძლებელია დამტკიცდეს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები არ მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები






