იუსტიციის სამინისტრო ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებას პასუხობს
საზოგადოება - 14:21, 23 Aug, 2020     1186

21 აგვისტოს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესისას, ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში ადვოკატებს არ აქვთ ინვენტარი, არ არის მაგიდები და კომპიუტერი.

„ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით... არ გვაქვს მაგიდები და იმის საშუალებაც არ არის, რომ ელექტრონული ფორმით ჩანაწერით, ანუ კომპიუტერით, ვისარგებლოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის მინისტრს: ქალბატონო თეა, იქნება დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს საშუალება, სრულად განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები“, – განაცხადა მან.

იუსტიციის სამინისტრო ადვოკატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებით გაოცებულია და საგანგებ განცხადებით ეხმაურება.

" სამინისტრო დარწმუნებულია – ის ფაქტი, რომ სასამართლო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელ შტოს, განმარტებას არ საჭიროებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, არა თუ ადვოკატებისათვის. სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის საკითხები, შენობების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა და კომპიუტერებით პროცესის მონაწილე მხარეების უზრუნველყოფა არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში.

იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ როსტომ კერესელიძის განცხადების მიზანი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციის შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42