რუსი ექიმი ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ნებართვის მიცემაზე უარს აცხადებს
მსოფლიო - 17:20, 21 Aug, 2020     1552

ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრე მუხაროვსკი ალექსეი ნავალნის გერმანულ კლინიკაში გადაყვანისთვის ნებართვის გაცემაზე უარს აცხადებს. მისი თქმით პაციენტის ტრანსპორტიორება არ შეიძლება.

ვიდეოინტერვიუში ექიმი ამბობს, რომ ნავალნის მდგომარეობის გაუარესება ორგანიზმში ნახშირწყალბადის ბალანსის დარღვევა გახდა. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერს ნივთიერებათა ცვლა დაერღვა, ხოლო შაქრის დონის დაწევამ ორგანიზმში შესაძლოა გონების დაკარგვა გამოიწვიოს.

რამდენიმე საათის წინ ნავალნის მეუღლემ იულიამ მეუღლის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ ვლადიმირ პუტინს ოფიციალური წერილით მიმართა, რის საპასუხოდაც პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის გადაყვანის თაობაზე არანაირი ბარიერები არ არსებობს, ექიმების ნებართვის გარდა.

ამავე დროს ინტერნეტში ქვეყნდება ფოტოები, სადაც საავადმყოფოში არსებული სანიტარული მდგომარეობაა ასახული. ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს ნავალნის ძმა ოლეგიც, რომელმაც საავადმყოფოში არსებული ვიტარება ციხის საავადმყოფოს შეადარა.

როგორც ცნობილია, ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42