სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სახელმწიფოს მართვის უფლებამოსილებების ნაწილი დას, კიმ იო ჩჟონს და რამდენიმე თანაშემწეს გადაუნაწილა.
კიმი კვლავაც ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას, თუმცა, აშშ-სა და სამხრეთ კორეასათან ურთიერთობისა და მთელი რიგი პოლიტიკური საკითხები კორეის N2 ლიდერის ხელში გადადის, ხოლო ახალი პრემიერი კიმ ტოკ ხუნი და სახელმწიფო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ სფეროს მიხედავენ. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, მას მმართველი პარტიის სამხედრო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე მიხედავენ.
დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორაში სერიოზული სოციალ-ეკონომიკური კრიზისა და შესაძლოა, უფლებამოსილებათა გადანაწილებით კიმ ჩენ ინი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
არის მეორე ვერსიაც - მისი შესუსტებული ჯანმრთელობა: 2020 წლის განმავლობაში კინი საზოგადოების წინაშე 65%-ით ნაკლებად გამოჩნდა, გასულ წელთან შედარებით. იგი წელს ძირითადად, პარტიულ სხდომებს ხელმძღვანელობდა, ვიდრე მოსახლეობას ხვდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






