ევროკავშირი უკვე ოფიციალურად არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობრივ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
„ლუკაშენკომ დაკარგა ყველა ლეგიტიმაცია ჩვენი ერისა და მსოფლიოს თვალში, განაცხადა მიშელმა.
ტვიტერზე ევროკომისიამ საკუთარ გვერდზე გამაოქვეყნა ერთობლივი დასკვნა ბელარუსთან დაკავშირებით, სადაც გაცხადებულია, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ ბელარუსში მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით ხელისუფლების გადაცემასა და სანქციების დაწესებაზე ყველა იმ პირისთვის, რომელიც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობრივი ღონისძიებების გატარებაშია მხილებული.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროკომისია 53 მილიონ ევროს „უგზავნის ბელარუს ხალხს“, რომელთაგან 2 მილიონი ხელისუფლების რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს მოხმარდება. 1 მილიონი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, ხოლო 50 მილიონი ევრო კი კორონავირუსის საგანგებო დახმარების პაკეტია ჯანდაცვის სექტორისთვის, რათა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.
ტვიტერზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით ლუკაშენკო არალეგიტიმურ პრეზიდენტაც ცხადდება, რომელიც დამნაშავეა არჩევნების გაყალბებასა და წარმოუდგენელი ძალის გამოყენებაში დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






