18 აგვისტოს რუსეთის ფსბ-ს დირექტორის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა
მსოფლიო - 16:28, 19 Aug, 2020     2030

რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ, 18 აგვისტოს 16:00 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა სპეც-ავიალაინერი ტუ-214 , საბორტო ნომრით RA-64523. იგი 17:17 წუთზე მინსკის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავი 2013 წელს გადაეცა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი აქტიურად გამოიყენებოდა ფსბ-ს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის მიერ. სწორედ აღნიშნული თვითმფრინავით ჩაფრინდა ბორტნიკოვი ვაშინგტონში 2015 წელს, სადაც საერთაშორისო სამიტი ძალადობრივი ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შესახებ მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ევროპისა და ამერიკის მიერ ბელარუსის არჩევნების არ აღიარებისა, ლუკაშენკოს გაპრეზიდენტებას მორიგი ვადით ლეგიტიმურად მიიჩნევს ვლადიმირ პუტინი და მხარდაჭერას უცხადებს მას.

3 დღის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება დაიცვას ბელარუსის ნაციონალური ინტერესი პირველივე თხოვნის შემდეგ და უზრუნველყოს ქვეყნის შიგნით უსაფრთხო გარემო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42