ბრიტანული მედია DAILYMAIL-ი აქვეყნებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შემაძრწუნებელ კადრებს, სადაც ასახულია აბაზანაში 3 კნუტის გამიზნულად დახრჩობის ფაქტი.
აღნიშნული ვიდეო გადაღებულია შტატ ქუინსლენდში, ქალაქ ბუნდანბერგში. მოძალადე ავტორმა ვიდეო Snapchat-ში ატვირთა წარწერით, „კნუტების დახრჩობა“. კადრებში ჩანს თუ როგორ ცდილობენ ჰაერის ჩასუნთქვას სიკვდილისთვის განწირული კნუტები, თუმცა ახალგაზრდა გოგო მათ ამოყვინთვის საშუალებას არ აძლევს და თავებს წყალში აყოფინებს.
მოძალადემ განაცხადა, რომ მან კნუტების მკვლელობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სახლში მათი ადგილი არ იყო.
„დიახ მე მოვკალი ისინი, რატომ? ვის რა ჯანდაბაში აინტერესებს“- განაცხადა ვიდეოს ავტორმა და ცხოველებზე მოძალადე გოგომ. 17 წლის თინეიჯერი არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაყვანილი ცხოველების მკვლელობისა და წამების ბრალდებით.
მასალის გამოყენების პირობები






