შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში - ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში მიმდინარეობს
COVID-19 - 13:39, 19 Aug, 2020     1109

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, 17 აგვისტოდან ე.წ. სეროპრევალენტობის, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანთა კვლევა კიდევ ოთხ მუნციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში დაიწყო.

გამყრელიძის თქმით, კვლევისთვის 1200 ადამიანია შერჩეული და უნდა დადგინდეს, გადატანილი აქვთ თუ არა მათ კორონავირუსული ინფექცია, სიმპტომით ან უსიმპტომოდ. თავის მხრივ კი, კვლევის შედეგმა უნდა აჩვენოს გარკვეული სურათი ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ.

„17 აგვისტოდან დავიწყეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ქვეყნის ოთხ დიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი. სეროპრევალენტობის კვლევა გულისხმობს იმას, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1200 პირი შეირჩა და მიმდინარეობს გამოკვლევა იმუნოგლობულინ ჯი-ზე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანს კორონავირუსული ინფექცია სიმპტომებით ან უსიმპტომოდ გადატანილი აქვს თუ არა. ამ კვლევას დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება. აღნიშნული ტიპის კვლევა ორი თვის წინ ჩავატარეთ თელავსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოგვცა. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ქვეყანაში ჩატარდება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ – ადამიანების რამდენ პროცენტს სიმპტომებით ან უსიმპტომოდ, უფრო ხშირად უსიმპტომოდ, გადატანილი აქვს ინფექცია და არ იცის“, – განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42