კალიფორნიაში დედამიწის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამინდის ეროვნული სამსახურის თანახმად, მკვდარ ხეობაში ტემპერატურა 130 გრადუსი ფარენჰეიტით (54 C ცელსიუსი) დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პლანეტის ყველა დროის, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1913 წლის შემდეგ, როდესაც გრინლენდის სასაქონლო მეურნეობაში აღინიშნა 56 C გრადუსზე მეტი.
ეროვნული პარკის სამსახურში აცხადებენ, რომ ანალოგიური მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, ორშაბათსაც დაფიქსირდეს, ხოლო მთელი კვირის განმავლობაში კი შენარჩუნდება 120 გრადუს F. “ ჩვენ ამ გასაოცარ სარეკორდო მაჩვენებლებს ვიწერთ და აღვნიშნავთ, გასაოცარია აქ ცხოვრება, თუმცა აგრეთვე ისიც ვიცით, რომ მზის ქვეშ მყოფ მეტალის ზედაპირის მქონე საგნებს, როგორიცაა მანქანის კარები და სხვა არ უნდა შევეხოთ.
მასალის გამოყენების პირობები






