ბელარუსი სპორტსმენები იმუქრებიან, რომ ეროვნული გუნდის სახელით არ იასპარეზებენ. ისინი ითხოვენ რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეაჩერონ ძალადობრივი მოქმედება მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, აგრეთვე მოითხოვეს, მთავრობამ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაცია.
სპორტსმენებმა ერთობლივი წერილი გამოაქყეყნეს, რომელსაც ხელს 100-ზე მეტი ადამიანი აწერს - მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. წერილის ავტორები აგრეთვე ითხოვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრთა მიერ თანამდებობის დატოვებას. ისინი აღნიშნავენ, რომ თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უარს იტყვიან ეროვნული ნაკრების სახელით გამოვიდნენ.
ზემოხსენებული წერილის ავტორ სპორტსმენთა შორის არიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სამბოში, ევროპის ჩემპიონი გიმნასტიკაში, ევროპის ჩემპიონი კალათბურთში, ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონები და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






