სირიაში , მაშინ როდესაც რუსული სამხედრო კოლონა პატრულირებდა თვითნაკეთი ბომბი ამოქმედდა, რის შედეგადაც რუსი გენერალი, ვიაჩესლავ გლადკიხი გარდაიცვალა. უფროსი სამხედრო მრჩეველი, გენერალ-მაიორის რანგის მქონე სამხედრო მაღალჩინოსანი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დეირ-ეზ-ზორის სამხრეთით მოხდა. დაღუპული პიროვნება რუსეთის 36-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურის მოადგილე იყო.
შემთხვევის დროს მასთან ერთად დაიღუპნენ 4 სირიელი ოფიცერი და ერთი გენერალი. ადგილობრივთა ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კოლონა ჰუმანიტარული „აქციის“ შემდეგ ბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი გენერლის გარდაცვალების ზემოხსენებული შემთხვევა უკვე მეოთხეა სირიაში. პირველი 2016 წელს მოხდა, როდესაც ტუ 154-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა და გენერალი ხალილოვი გარდაიცვალა. გენერალი ასიპოვი 2017 წელს საარტილერიო ჭურვს ემსხვერპლა დეიე- ეზ ზორთან, ერემები კი ბაზა ჰმეიმიმთან ან 26-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარნას ემსხვერპლა.


მასალის გამოყენების პირობები






