ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი მოუწოდებს ევროკავშირს გააკონტროლოს და შეამოწმოს იმ მუქარების რეალურობა გიორგი გაბუნიას მიმართ, რომლის ავტორია ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზად კადიროვი.
„ევროპული ცენტრის, პრესისა და მედიის თავისუფლების’’ სახელით, ჩვენ გვსურს, რომ მივიპყროთ ევროკავშირის ყურადღება იმ მუქარებთან დაკავშირებით, რომლებიც გაჟღერდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ და დასრულდა იმ პირის დაკავებით, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა.
გიორგი გაბუნიამ გამოიწვია დიდი კამათი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსულენოვან ქვეყნები იმ მონოლოგის გამო, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ვლადიმირ პუტინის მიმართ. აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა ის, რომ იგი გაათავისუფლეს მომდევნო 2 თვის განმავლობაში და შემდგომში რუსთავის 2-ის ხელმძღვანელობის ცვლილების ფონზე საერთოდ დაატოვებინეს ტელეკომპანია. რუსეთისა და საქართველოს მთავრობებმა სწრაფადვე დაგმეს გაბუნიას ქმედება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ გაბუნიას შეფასებებმა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნა.
განსაკუთრებით დიდი მუქარის შემცველი და დამაშინებელი შეფასებები გაბუნიას მიმართ გააგრძელა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რომელმაც ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება დაავალა. „სჯობს, გაბუნია 7 ღობის უკან დაიმალოს, რადგან პირველივე ადამიანი , რომელიც მას გადაეყრება იმოქმედებს ისე, როგორც ის ამას იმსახურებს“
„იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებულ საკითხზე გამოძიება დაკავებულ რუს მოქალაქესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობა მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა გამოავლინოს ვისი ინსტრუქტაჟის, დაფინანსებისა და ბრძანების ქვეშ იყო დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა. ეს იქნება ძალზე ძლიერი ნაბიჯი ჟურნალისტებისა და მედია მუშაკების მიმართ გამოვლენილი მუქარების აღმოფხვრის მიმართ“ - ნათქვამია ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






