ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-ზე მეტი თანამშრომელი უნაკლო სამსახურისთვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლით დააჯილდოვა.
განკარგულება, რომელიც 25 გვერდს შეიცავს და ხელმოწერილია 13 აგვისტოს, გამოქვეყნდა იურიდიული ინფორმაციის პორტალზე. 9 აგვისტოს ბელარუსში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ადგილობრივი ცესკოს ცნობით, 80 .1 % მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა, მეორეზე გავიდა 10.12 %-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია. აღნიშულ მოვლენას ნეგატიურად შეხვდა მოსახლეობა და არჩევნების გაყალბების მოტივით დაიწყო მასშტაბური აქციები დედაქალასა და სსხვა მსხვილ დასახლებებში.
სამართალდამცავებმა ძალის გადამეტებული გამოყენებით დაშალეს მომიტინგეთა შეკრებები, რომელთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა, როგორც რეზინის აგრეთვე ლეტალური ცეცხლსასროლი ტყვიებით. სამართალდამცავთა სადამჯელსო ღონისძიებების შედეგად 7000-მდე ადამიანი დააკავეს, ასეულობით დაჭრეს, ხოლო 2 მათგანი კი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






