პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ მაშველებთან ერთად ორი ქალი მას შემდეგ გადაარჩინა დახრჩობას, როდესაც ალგარვის სანაპიროზე მათი ნავი ამოყირავდა. ამის შესახებ წერს BBC-ი.
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება 71 წლის პრეზიდენტის ფოტო, რომელიც დაცურავს შემთხვევის ადგილას, ამოტრიალებულ ნავთან. მან მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მცურავი საშუალება ძლიერმა დინებამ ამოაყირავა, რამაც ქალების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
პრეზიდენტი პრაია დო ალვორის სანაპიროზე ჟურნალისტებთან საუბრობდა რა დროსაც შენიშნა ზემოხსენებული ფაქტი, რომლის შემდეგაც მან უმალვე შეცურა ზღვაში მათ დასახმარებლად. ერთ-ერთი მაშველი უკვე ადგილზე იყო და ცდილობდა ამოტრიალებული ნავის გადმობრუნებას, რომლის შემდეგაც წყლის მოტოციკლით მეორე მაშველი მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს. ორმა მაშველმა და პრეზიდენტმა ერთობლივი ძალებით შეძლეს მოქალაქეების გადარჩენა და მათი ნავი ნაპირზე გაიყვანეს. პრეზიდენტის თქმით, მათ განსაკუთრებით დაეხმარა პატრიოტი მამაკაცი, რომელიც წყლის მოტოციკლით პატრულირებდა.

მასალის გამოყენების პირობები






