გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა და არმიას მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნენ.
„ის ამბები, რაც ბელარუსიდან მოდის, ძალზე დრამატული და შემაშფოთებელია. ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში ხალხი ქუჩებში მშვიდობიან მანიფესტაციებს მართავს და პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვს. აღფრთოვანებული ვარ მათი სიმამაცით ამ ძალადობრივი ქმედებების ფონზე. მოვუწოდებ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, აირჩიოს მოლაპარაკებების გზა და უარი თქვას ძალადობაზე. მოწუვოდებ ბელარუს სამხედროებს, ძალის გამოყენებით თავიანთი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდნენ და ცოდვა არ ჩაიდინონ. ჩვენი მხრიდან სოლიდარობას იმსახურებს ამ ამაყი სახელმწიფოს საზოგადოება“- განაცხადა შტაინმაიერმა
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან, რასაც სამართალდამცავმა უწყებებმა ძალადობრივი ქმედებებით უპასუხეს- დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა ათასობით, ხოლო 6000-ზე მეტი დააპატიმრეს. გასულ დღეს ლუკაშენკოს წასვლით მოთხოვნით მომიტინგეთა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები






