თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 იმპორტირებულია, ხოლო 2-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია
„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამჟამად გახლავთ 1341 დადასტურებული შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, 2 არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2-ზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით, ხოლო ერთი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა.
გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ 4-ით. იყო 1088 და 1092 გახდა. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. 232 დადასტურებული შემთხვევიდან სიმძიმე ასეთია-6 არის კრიტიკული პაციენტი, ისინი კოვიდ ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 232 დადასტურებული შემთხვევიდან 22 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით გახლავთ 81 პროცენტი, ხოლო ლეტალობის 1.27 პროცენტი. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 35 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






