ბელორუსის პრეზიდენტი ქალებს სერიოზულ პოლიტიკურ ძალად არასდროს აღიქვამდა და მის მთავარ კონკურენტს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას აგდებით უყურებდა.
ფელგენგაუერის თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ლუკაშენკომ არაერთი დამამცირებელი ფრაზა ისროლა ქალების მისამართით:
"ჩვენთან საზოგადოება ჯერ მომწიფებული არ არის ქალი პრეზიდენტის არჩევისთვის, იმიტომ რომ ბელორუსში პრეზიდენტს დიდი ძალაუფლება აქვს"; "ბელორუსში კონსტიტუცია ქალისთვის არ არის, ამ ტვირთის აწევა მამაკაცსაც კი უჭირს, ქალს რომ დააწვეს, ის დაენარცხება, საბრალო", აცხადებდა სხვადსხვა გამოსვლებში ლუკაშენკო.
ტატიანა ფელგენგაუერის აზრით, ასეთმა დამოკიდებულებამ აქცია ტიხანოვსკაია პროტესტის სიმბოლოდ. სიმბოლოდ და არა ლიდერად, მისი არყოფნა აქციებზე, მინსკში და ქვეყანაშიც კი პროტესტისთვის დამაზიანებელი არ გამოდგა. სიმბოლოებთან ბრძოლა ლუკაშენკოს გაუჭირდა, - თვლის ის.
ამიტომაც საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩერთვნენ ქალები. ისინი დგებიან ჯაჭვის პირველ რიგში, ატარებენ დამოუკიდებელ მიტინგებს, სპეცრაზმი ათ ისევე უსწორდება, როგორც მამაკაცებს, მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






