არქეოლოგებმა სამხრეთ აფრიკასა და სვაზილენდის საზღვრის მიმდებარედ არსებულ გამოქვაბულში უჩვეულოდ სენსაციურ აღმოჩენას მიაკვლიეს. საუბარია ქვის ხანის ეპოქის მატრასსზე, რომელიც იმაზე კომფორტული შეიძლება იყოს ვიდრე ათიათასობით წლის წინანდელი პერიოდის ასოციაცია, რომელიც ადამიანებისთვის დღეს განუვითარებლობასთან არის გაიგივებული. გავრცელებული ინფორმაციით, მატრასი 200 000 წლის წინ ბალახებისა და ნაცრისგან იმგვარადაა დამზადებული რომ ე.წ საწოლის ბაღლინჯო ვერ აღწევდა მასში.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ყველაზე ძველი დასაფენი, რომელზეც ადამიანები იძინებდნენ იყო მცენარეების ნარგავთა ნაერთები-ისინი 77 000 წლის წინ იყო დათარიღებული. ზემოხსენებულ გამოქვაბულში სადაც დასაწოლი მატრასი იქნა ნაპოვნი, აგრეთვე აღმოჩენილია კარგად შემონახული უძველესი ჩანაწერები, რომელიც 230 000 წლის წინ არის დათარიღებული.
არქეოლოგთა განცხადებით, ნაცრის საშუალებით ხდებოდა ისეთი დასაწოლის შექმნა, რომელიც უსიამოვნო სუნს ფილტრავდა. ნაცარს მატრასში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მცოცავი მწერების მოგერიებისთვისაც, რადგან იგი ხელს უშლიდა მათ სუნთქვაში, რის ფონზეც ისინი კვდებოდნენ.



მასალის გამოყენების პირობები






