ბელარუსის ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი, ლიეტუვაში გაქცეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა ინტერნეტით. მისი თქმით, იმ უბნებსა და ოლქებში, სადაც საარჩევნო კომისია ხმებს სწორად ითვლიდა, მან ელექტორატის 60 %-ზე მეტი მოიპოვა.
„ბელარუს ხალხს არასოდეს მოუნდება ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ერთად თანაცხოვრება. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც გაფიცვაში მონაწილეობს. არჩევანის შედეგები მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა დავიცვათ. ხელისუფლებას კი მივმართავ, რომ შეაჩეროს ძალადობა“ - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. იგი აგრეთვე მოუწოდებს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქის მერებს, გამართონ მშვიდობიანი მიტინგები 15 და 16 აგვისტოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლიტვაში ჩასულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყნიდან მისი წასვლის მიზეზზე ერთგვარი მინიშნება გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი შვილების სიცოცხლე, რის გამოც მან მინსკი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ ქალს ხელისუფლება შვილებით აშანტაჟებდა, რაც სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური ველიდან გაუჩინარების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






