
რუსმა ძალოსანმა 400 კილოგრამიანი შტანგის აწევის მცდელობისას, ჩაცუცქულ მდგომარეობაში მყოფმა ორივე მუხლი მოიტეხა. ალექსანდრ სედიხი ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას, თუმცა აღნიშნული შემთხვევა შემაძრწუნებელი ინციდენტით დასრულდა.
წარმოუდგენელი სიმძიმის მქონე მასის აწევის დროს ვიდეოკადრებზე ჩანს თუ როგორ უკანაკალებდა სხეული სპორტსმენს ჩაჯდომის მომენტში,თუმცა მისი ეს მცდელობა სავალალოდ დასრულდა და სხეული მძიმედ დაიზიანა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 6 საათის განამვლობაში გრძელდებოდა. მუხლების მოტეხილობასთან ერთად მას აგრეთვე უნდა მიამაგრონ ოთხთვალა კუნთებიც.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსმა ძლეოსანმა აღნიშნა, რომ მან თავიდან უნდა ისწავლოს სიარული. მისი თქმით, იგი ორი თვის განმავლობაში საწოლში უძრავად უნდა იწვეს, რომლის შემდეგაც მოუწევს სიარულის სწავლა.


მასალის გამოყენების პირობები






