თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ - გაბუნიას განმარტება
საზოგადოება - 12:00, 14 Aug, 2020     1099

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

„რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში - რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. ტესტირების შესაძლებლობა ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გაშლილი, ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა, ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს, მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეიობისათვის“, - განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42