მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა, მაგრამ თუ არ დავიცავთ წესებს, მოხდება იგივე, რაც ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში - იმნაძე
COVID-19 - 20:08, 13 Aug, 2020     1771

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა, მაგრამ თუ არ დავიცავთ წესებს, მოხდება იგივე, რაც ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არ მომატებულა მისი ბუნების გამოცნობაში. იგივე ეხება, მაგალითად, იმუნიტეტი როგორ რჩება, რა მექანიზმები მუშაობს, ანტისხეულები რამდენ ხანს რჩება და ა.შ. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც პირველ თვეში ვიცოდით, გაცილებით მეტია ცნობილი ვირუსზე. აქედან გამომდინარე, მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში პირველი ტალღაც პრაქტიკულად არ ყოფილა, რასაც მართლა მაღალი ავადობა ჰქვია, ისე გადავიტანეთ ეს პერიოდი და აქ ძირითადი არის ერთი რაღაც – დავიცავთ ადამიანები ელემენტარულ წესებს, ნიღაბი გვექნება, დისტანციას დავიცავთ, ხელებს დავიბანთ – ვირუსი იქნება, მაგრამ შემაწუხებლად ბევრი და დიდი არ იქნება. თუ არ დავიცავთ ამ წესებს, მაშინ გავიხედოთ, რა ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში – მოხდება იგივე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის ტალღისთვის ახლაც მომზადებულია.

„მხოლოდ 1283 ადამიანია ინფიცირებული და 17 დაიღუპა. იანგარიშეთ, რომ 1200 ადამიანი კი არა, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, 50 000 გახდეს, რამდენჯერ მეტი ადამიანი დაიღუპება? აი, ეს არის. და რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით ნაკლები ყურადღება შეიძლება, იყოს თითოეული ადამიანისადმი. რატო იღუპებოდა პანტაპუნტით ხალხი იტალიაში, საფრანგეთში – რა, ცუდი ექიმები ჰყავთ ან ცუდი სამედიცინო სისტემაა? არა, უბრალოდ, როცა ამდენი ავადმყოფია, შესაბამისად, ვეღარ ახერხებს ყველასთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას. აი, ეს არ გვინდა, რომ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ არის უმარტივესი წესი – ნიღაბი, დისტანცია, და 500-კაციანი ქორწილები და ქელეხები არ არის საჭირო“, – თქვა პაატა იმნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42