ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცეფტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ დამზადებულმა კორონავირუსულმა ვაქცინამ კლინიკური გამოცდების შემდეგ უსაფრთხოება და ეფექტურობა უკვე ოფიციალურად გამოავლინა- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
აღნიშნული ვაქცინის 30 მილიონი დოზა ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკვე შეუკვეთა მწარმოებელ კომპანიას. იგი კიდევ ერთი სანდო და მნიშვნელოვანი კანდიდატია ანტიკორონავირუსულ პრეპარატებს შორის, რომელმაც უნდა შეაჩეროს ინფექციის გავრცელება მთელ მსოფლიოში.
ზემოხსენებული ინექციის კლინიკურმა ცდებმა, რომლებსაც ნიუ-იორკული კომპანია Pfizer და არაერთი საავადმყოფო, უნივერსიტეტი ახორციელებდა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული ვაქცინით აცრეს, იმათზე უკეთესი იმუნიტეტი განუვითარდათ, რომლებიც ადრე კოვიდ 19-ით ინფიცირებულნი იყვნენ და მკურნალობის შედეგად დაძლიეს ეს ვირუსი.
სულ 36 ადამიანზე ჩაატარეს ვაქცინის კლინიკური ცდა, არც ერთ მათგანს გვერდითი მოვლენები არ აღნიშვნიათ.
მასალის გამოყენების პირობები






