აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსში მიმდინარე პროცესები ძალზე ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. „ ჩვენ გვჭირდება კარგი შედეგები და რეზულტატები ბელარუსი ხალხისთვის და ამისთვის ჩვენ თანმიმდევრულ ზომებს მივიღებთ“- აღნიშნა პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი გასცემს შესაბამის პასუხს ზემოხსენებულ პროცესებს, თუმცა რა სახის ზომები იქნება მიღებული ეს განხილული იქნება შტატების ევროპელ პარტნიორებთან ერთად კონსულტაციის შემდეგ.
პომპეოსთვის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე: განიხილავს თუ არა აშშ ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის საკითხს, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საუბარი ამ მიმართლებითაც მიდის და ეს შესაძლებებია მოხდეს არა მხოლოდ ცალმხრივ, არამედ მრავალმხრივი კუთხით, იმისათვის რათა კარგი შედეგები მიიღონ ბელარუსის მოქალაქეებმა.
მასალის გამოყენების პირობები






