კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ რუსულ ვაქცინას, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, რის გამოც მას სკეპტიკურად უყურებენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენთანაც ის ინფორმაციაა, რაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში არის. ამ რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია არ არის გამოქვეყნებული მისი შედეგები, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა რუსეთის მარეგულირებელმა ის დაამტკიცა გამოყენებისთვის. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი - მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცეს.
მასალის გამოყენების პირობები






