აშშ-ში ვაშინგტონის შტატის მაცხოვრებელმა კათოლიკურ ეკლესიიდან და მთავრობის კორონავირუსის შემწეობის პროგრამიდან $2,5 მილიონი დოლარი მოიპარა, რომელიც პირადი მიზნებისთვის-ფუფუნებაში გასახარჯად გამოიყენა.
41 წლის კენეტ გოგანს, რომელიც უკვე პატიმრობაშია, პროკურატურა ედავება ორ დანაშაულებრივ საქმეზე- 1) მოტყუებისა და თაღლითობის გზით, კორონავირუსის შემწეობის $2.1 მილიონი დოლარი სესხის მოპოვებაზე და 2) ვაშინგტონის მთავარსაეპისკოპოსოსთვის განკუთვნილი ფულის,$472 000-ის მითვისება და თავისი მიზნებისთვის გაფლანგვა.
პროკურორის განცხადებით, გოგანმა აღნიშნული თანხიდან $1,13 მილიონი მდიდრული სახლი, $300 000 -ად იახტა, ხოლო $46 000-ად კი მდიდრული სპორტული მანქანა იყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მანამდე მერილენდის მთავარსაეპისკოპოსოში მუშაობდა ზედამხედველის თანაშემწედ.
პროკურორების განმარტებით, გოგენმა „მცირე ბიზნეს ასოციაციის კრედიტორებს“ რამდენიმე კომპანიის სახელით მიმართა, რათა ცხოველთა ემოციური მხარდამჭერის პროგრამისთვის მოეპოვებინა დაფინანსება. მან წარმოადგინა საქმიანობის გაყალბებული დოკუმენტები და ბანკის ცრუ ჩანაწერები, რომლის შემდეგაც ასოციაციამ მას 2 მილიონზე მეტი ჩაურიცხა.. სამართალდამცავებმა მისი დაპატიმრების შემდეგ ამოიღეს იახტა, მანქანა და სახლის კონფისკაცია მოახდინეს.
მასალის გამოყენების პირობები






