თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შსს-ს შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან "აბსოლუტურად ყველაფერი" წაშლილია.
"Whatsapp, Messanger, Facebook, Viber და ყველა სოციალური ქსელიდან წაშლილია აბსოლუტურად ყველაფერი. ბოლო ჩატი Whatsapp-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი, ბოლო ზარი - 6 ივნისიდან. თვით გამოძიებასაც, ვისაც დღეს შევხვდი, უკვე ჩემს კითხვაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდა. ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. დადგა საკითხი, რომ Google-სა და Facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაციები", - თქვა ადვოკატმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, სახლში აღმოჩენილი ახალი ჩანაწერი - "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" შსს-ში მიიტანეს. მისივე თქმით, მასზე ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერი გაირკვევა.
მასალის გამოყენების პირობები






