დონალდ ტრამპი, რომელიც უცნაური და დასამახსოვრებელი ფრაზებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამჯერადაც ყველას გაოცება გამოიწვია მისმა გუშინდელმა განცხადებამ არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, რომ არ გავრცელებულიყო კორონავირუსული პანდემია და ეკონომიკისთვის მძიმე ზიანი არ მოეყენებინა, მისი რეიტინგი იმდენად მძლავრი იყო, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჯორჯ ვაშინგტონსაც კი დაამარცხებდა.
„რომ არა კორონავირუსული პანდემია, ჩემი დამარცხება თვით ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა. შემდგომ მოხდა ის, რაც ყველა ქვეყანაში განვიტარდა- თავს ვირუსი დაგვესხა, რამაც ყველაფერზე გავლეა მოახხიდან რა თქმა უნდა“ - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ტრამპს 43 %-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო ბაიდენი მას რამდენიმე ნიშნულით უსწრებს.
მასალის გამოყენების პირობები






