მეცნიერებმა სენსაციური დასკვნა გაავრცელეს იმის შესახებ, რომ იოდის პირის გამოსავლებ სითხეს შეუძლია გაანადგუროს კორონავირუსი და ხელი შეუშალოს კოვიდ 19-ის მძიმე სიმპტომურად განვითარებას დაავადებულ ადამიანებში.
მკვლევარების განცხადებით, ისეთი ტიპის პირის ღრუს გამოსავლებ სითხეებს, რომლებიც შეიცავს პოვიდონსა და იოდს მნიშვნელოვანი ანტივირუსული მოქმედება ახასიათებთ. კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირის გამოსავლები საშუალებების გამოყენებამ მინიმუმამდე შეამცირა პაციენტების ნერწყვში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იოდის სავლებმა დიდი ეფექტურობა უკვე გამოავლინეს ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა სარსი და მერსი- სიმპტომებით ძალზე მსგავსი კოვიდ 19-თან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსპერიმენტული ცდა მათ 4 ადამიანზე ჩაატარეს, აცხადებენ, რომ შედეგები იმედის მომცემია და ზემოხსენებული ხსნარების ანტიკორონავირუსულ საშუალებად აქტიური დანერგვა ხელს შეუწყობს დაინფიცირების თავიდან არიდებასა და ინფიცირებულებში დაავადების რთულ ფორმებში განვითარებისგან დაცვას როგორც ინფიცირებულ, ასევე არაინფიცირებულ ადამიანებში.
იოდი ძალზე ძლიერი ანტისეპტიკია, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოებში ჭრილობების სტერილიზიებისთვის და პაციენტების კანის გასუფთავებისთვის ოპერაციის განმავლობაში, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. მას შეუძლია სხვადასხვა სახის მრავალი ბაქტერიის, ვირუსისა და სოკოების განადგურება
მასალის გამოყენების პირობები






