დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომ ის ღონისძიებები რაც გატარდა მესტიაში, იყო ძალიან ოპერატიული, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება .
"მინდა კარგად იცოდეთ, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტო, რომ არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ჯერ ის, რომ ასეთივე მდგომარეობა შეიქმნება, რასაც ჯერ ვერ ვიტყვით მესტიაზე. თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველგანს აქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება დახურულ სივრცეში პირბადე, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დრემდე მოვიდა, აღარ იქნება ასეთი სიტუაცია ქვეყანაში და ვითარება შეიძლება გახდას ისეთივე, რაც ხდება მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






