ებრაულმა ფირმამ Camero შექმნა მსოფლიოში პირველი, მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი Xavier, რომლის აპარატურაც საშუალებას იძლევა აწარმოოს ვიდეოდაზვერვა შენობების და სხვა სახმელეთო ინფრასტრუქტურის ობიექტების შიგნით.
აპარატი, სპეციალური საბორტო რადიოლოკაციურ-ოპტიკური ტექნიკით, უზრუნველყოფს შიდა ვიდეოგამოსახულების მიღებას შენობის სახურავიდან, რომელსაც ფრენის შესრულებისას თავზე ეკიდება.
აპარატი შექმნილია სპეციალური დანიშნულების ძალების, ანტიტერორისტული ჯგუფების და სადაზვერვო დანაყოფებისთვის. ის მათ საშუალებას მისცემს ზუსტად განსაზღვრონ ადამიანების ვინაობა და ადგილსამყოფელი ნებისმიერი შენობის შიგნით.
ფირმამ Camero ასევე შექმნა მინიატურული ხელსაწყო Xaver -100, რომლითაც შესაძლებელია კედლის იქით მდგომი ადამიანის დანახვა და კედლისგან დაშორების მანძილის განსაზღვრა.
ეს აპარატი მნახველებს შეეძლებათ იხილონ პარიზში Milipol 2013 სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებათა საერთაშორისო გამოფენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






