ბელორუსის ოპოზიციონერმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ დატოვა ქვეყანა და ლიტვაში წავიდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ლიეტუვის საგარეო-საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ავრცელებს- „სვეტლანა უსაფრთხოდაა, ის ახლა ლიეტუვაში იმყოფება“.
10 აგვისტოს საღამოს ლინას ლინკევიჩუსმა საკუთარ სოციალურ გვერდზე განაცხადა, რომ იგი ცდილობდა ტიხანოვსკაიასთან დაკავშირებს რამდენიმე საათის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ- მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო მისთვის და აგრეთვე, ბელორუსი პოლიტიკოსის თანამებრძოლებისთვისაც. მოგვიანებით მის შტაბში განაცხადეს, რომ იგი „დაკავებული“ ჰყავთ ბელორუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც იგი დოკუმენტების ჩასაბარებლად მივიდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ტიხანოვსკაია 5 საათის განმავლობაში იყო გაუჩინარებული.
ცენტრალური კომისიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ტიხანოვსკაიამ მედიას განუცხადა- „ მე მივიღე გადაწყვეტილება“, რის შემდეგადაც იგი უცნობი მიმართულებით წავიდა. ტიხანოვსკაიას მთავარი მოთხოვნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყო ის, რომ თავიდან დაეთვალათ უბნების დიდი ნაწილი, ან ხმის მიცემა ხელახლა ჩატარებულიყო იმ დარღვევებიდან გამომდინარე რაც დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






