აზერბაიჯანულმა და თურქულმა საჰაერო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს . სამხედრო სწავლება უკვე 2 კვირაა რაც მიმდიანრეობს „TURAZ QARTALI-2020”-ის ფარგლებში და ითავსებდა სახმელეთო ძალებისა და ავიაციის ერთობლივ მოქმედებებს სხვადასხვა საბრძოლო სცენარის განვითარების შემთხვევაში .
სამხედრო პილოტებმა წვრთნების განმავლობაში აჩვენეს მანევრირებადი ფრენების მაღალი ტექნიკები და პოტენციური სამიზნეების დამუშავება სხვადასხვა კალიბრის ბომბებითა და რაკეტებით. წვრთნებში მონაწილეობას იღებდა 4 თურქული ფ-16-ის გამანადგურებლები და აზერბაიჯანული მოიერიშე სუ -25-ები.
მიმდინარე სწავლების ამსახველ კადრებს აქვეყნებს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი. მიმდინარე წვრთნებს გამოეხმაურა სომხეთის მთავრობის ოფიციალური უწყება, რომელთაც დაგმეს აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი სამხედრო მანევრებ. მათი აზრით, აღნიშნული ქმედება ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და მიზანმიმართულია მდგომარეობის კონტროლიდან გამოსაყვანად.



მასალის გამოყენების პირობები






