დაკარგული დედა და მისი 1 წლის შვილი ერთმა „ძალზე კარგმა ბიჭმა, მაქსმა“ ხრამის კიდის პირას იპოვა. ეს გმირი გახლავთ ლიცენზირებული პოლიციის ძაღლი, მაქსი, რომლისთვისაც დავალებაზე გასვლის პირველი დღე ჰქონდა. იგი უელსში დაიფდ ფაუეს-ის პოლიციის განყოფილების თანამშრომელია.
„დაკარგულ ქალი არ უნახავთ და არც დალაპარაკებიან 2 დღის განმავლობაში, მისი ტელეფონიც გათიშული იყო, სწორედ ამიტომ ძალზე დიდი რისკი არსებობდა იმის შესახებ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა“ - განაცხადა ინსპექტორმა ჯონათან რის ჯონსმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ქალის მანქანა მთის გზაზე იქნა ნაპოვნი, რომლის შემდეგაც მაქსის კვალის აღების უნარმა- ყნოსვამ განაპირობა ის, რომ დაკარგულები იპოვეს. 90 წუთიანი სამძებრო საქმიანობის შემდეგ, ძაღლმა მიაგნო კვალს და პოლიციელებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც ციცაბო ფერდობზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები






