კრემლის პროპაგანდისტული მედიის, RUSSIA TODAY-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ FACEBOOK გვერდზე სენსაციურ პუბლიკაციას იდეებს რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომთან დაკავშირებით სამხედრო დაპირისპირების 12 წლისთავზე სენსაციურ იდეებს აჟღერებს.
მისი თქმით, რუსეთის მთავარი პრობლემა იყო გაუბედაობა, რამაც ხელი ააღებინა რუსულ შეიარაღებულ ძალებს თბილისის აღებაზე.
„გაუბედაუბა- ჩვენი მთავარი პრობლემაა. იგი არ უხდება არ ქვეყანას, არც მამაკაცს და არც გეოპოლიტიკას. რა მივიღეთ იმით, რომ თბილისი არ ავიღეთ დონბასში წერტილი არ დავსვით. ამით სანქციები ავირიდეთ? გავხდით ე.წ საერთაშორისო საზოგადოებისთვის საყვარელი ქვეყანა? სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვინდა და აუცილებელია. სწორედ აქ კი წარმოიშვება ერთ-ერთი პასუხგაუცემელი კითხვა- ჩვენ რა გვინდა? „
აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა, რუსულ აგრესიას- ავიაციისა და სარაკეტო დაბომბვებს შეეჭირა 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

მასალის გამოყენების პირობები






