ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილისა და ZAG-ის მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის ურთიერთობასთან დაკავშირებით ამბობს რომ მისი ინფორმაციით, მათ მხოლოდ პროფესიული კავშირი ჰქონდათ, თუმცა თამარის მეგობრის, დეა კაპანძის ინფორმაციით, თამარს გეჯაძე მოსწონდა.
ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებული ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ თამარი ამ ურთიერთობაზე მას და დეას, სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა.
"თამარის მხრიდან ვიცი რომ იყო მხოლოდ პროფესიული კავშირი, მაგრამ დეას მხრიდან ვიცი, რომ არ იყო ასე. დეა ამბობს რომ თამარს მოწონდა ბატონი ნიკა გეჯაძე და ის წერილი, რაც გაჟღერდა მედიაში, დეას განმარტებით, რასაც მე მეუბნება, არის ის რომ ურთიერთობა მათ შორის აღიწერება იმ წერილში და მიწერა თავად თამარმა. არ ვიცი ეს დეამ მიწერა თუ თავად თამარმა...
თამარი ჩემთან იყო სხვა, დეასთან სხვა. მე მეუბნება სხვა რამეს, დეას სხვა რამეს. მე მეუბნებოდა რომ ეს არის მხოლოდ პროფესიული კავშირი და ეხმარებოდა განვითარებაში და დეას ეუბნება რომ თამარს მოსწონს გეჯაძე და .ა.შ." - ამბობს ლობჟანიძე
მასალის გამოყენების პირობები






